კლასტერული ეპიდაფეთქებების ადგილებში მოქალაქეებს „სინოვაკით“ აცრიან
12/08/2021 14:00:08 საზოგადოება
კლასტერული ეპიდაფეთქებების ადგილებში მოქალაქეებს „სინოვაკით“ აცრიან. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხდა.
„ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ იქ, სადაც გვაქვს კლასტერული ეპიდაფეთქებები, იქ სწრაფად მოხდეს მოსახლეობის მაქსიმალური ვაქინაცია (სოფელსა თუ ქალაქში). მაქსიმალურად მოკლევადიანი ვაქცინით, ამ შემთხვევაში „სინოვაკით“. მისი მარაგი საკმარისია ქვეყანაში“, - აღნიშნავს გამყრელიძე.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში „სინოვაკის“ ვაქცინაზე არჩევანის გაკეთების მიზეზი იყო პირველსა და მეორე აცრებს შორის საჭირო მოკლე ინტერვალი.


