საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსით ფეხმძიმე ქალის გარდაცვალების 4 შემთხვევაა დაფიქსირებული
12/08/2021 13:56:04 საზოგადოება
საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსით ფეხმძიმე ქალის გარდაცვალების 4 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხდა.
„უნდა აიცრას ყველა ორსული! „ფაიზერი“ საკმარისია. მოვუწოდებ, თქვენი ეთერების საშუალებით ყველა ქალბატონს, ყველა ორსულს, ან იმ ქალბატონს, რომელსაც დაფეხმძიმება უნდა, რომ აუცილებლად აიცრას. უკვე სამწუხაროდ, ვიცით რამდენი შემთხვევა გვაქვს კოვიდით გარდაცვალების, 4 შემთხვევა გვაქვს. გთხოვთ ყველას, ვიაქტიუროთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.


