Accentnews.ge
თბილისში, ბათუმში, ქუთაისში ამცრელი ცენტრები იხსნება, სადაც აცრა რეგისტრაციის გარეშე იქნება შესაძლებელი

თბილისში, ბათუმში, ქუთაისში ამცრელი ცენტრები იხსნება, სადაც აცრა რეგისტრაციის გარეშე იქნება შესაძლებელი

12/08/2021 13:39:45 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დიდი უნივერსიტეტების სივრცეებში ამცრელი ცენტრები გაიხსნება. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, მსგავსი ცენტრი ხვალ ტექნიკური უნივერსიტეტის მეშვიდე კორპუსში დაიწყებს მუშაობას.

გამყრელიძის თქმით, რეკომენდაციაა, რომ იქ სადაც კლასტერული ეპიდაფეთქებაა, მოსახლეობის აცრა მოხდეს მაქსიმალურად სწრაფად.

"ხვალ იწყებს სერიოზული ამცრელი ცენტრი მუშაობას, ტექნიკური უნივერსიტეტის მეშვიდე კორპუსში, რომელიც ათი ამცრელი ბრიგადით არის დაკომპლექტებული. არის აფილირებული რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან და მენეჯმენტს რესპუბლიკური საავადმყოფო აწარმოებს. ასეთივე ამცრელი ცენტრები მომავალი კვირის განმავლობაში გაჩნდება რამდენიმე დიდ უნივერსიტეტთან, საუნივერსიტეტო სივრცეებში", - აღნიშნა გამყრელიძემ.

როგორც მან განაცხადა, მსგავს სივრცეებში ადამიანებს აცრა წინასწარი დაჯავშნის გარეშე შეეძლებათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S