Accentnews.ge
სექტემბრიდან რიგ დაწესებულებებში შესაძლოა, მხოლოდ ვაქცინირებული ან ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე მოქალაქეები დაუშვან, თუმცა ტესტის საფასურს სახელმწიფო აღარ დაფარავს

სექტემბრიდან რიგ დაწესებულებებში შესაძლოა, მხოლოდ ვაქცინირებული ან ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე მოქალაქეები დაუშვან, თუმცა ტესტის საფასურს სახელმწიფო აღარ დაფარავს

12/08/2021 13:26:52 საზოგადოება

სექტემბრიდან რიგ დაწესებულებებში შესაძლოა, მხოლოდ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი პირები ან ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე მოქალაქეები დაუშვან.

"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღევანდელ სხდომაზე საკოორდინაციო საბჭოს მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე", – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ეცნობება.

გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეები არ იცრებიან, მაშინ მსგავს დაწესებულებებში დასჭირდებათ სწრაფი ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, რომელთაც სახელმწიფო აღარ დააფინანსებს და მოქალაქეებს საკუთარი ხარჯებით მოუწევთ მათი გაკეთება.

"სახელმწიფო მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, რომ ისინი უფასოდ აიცრან, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიცრებით და გვინდა რესტორანში ან სხვა დაწესებულებებში წასვლა, მაშინ კეთილი ინებეთ და თქვენი ხარჯით ან თქვენი დამსაქმებლის ხარჯით გადაიხადეთ თანხა შესაბამისი ტესტირებისთვის", – განაცხადა გამყრელიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S