საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი განმარტავს, შეიზღუდება თუ არა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა
12/08/2021 13:08:06 საზოგადოება
14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, – ამის შესახებ საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შეზღუდვები არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.
„როგორც მოგეხსენებათ, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია, ძირითადად ახალი შტამების (დელტა შტამი) ფართო ცირკულაციის გამო. ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების და ტენდენციების ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭომ, აგვისტოში იმუნიზაციის პროცესის ინტენსიფიცირების მიუხედავად, საჭიროდ მიიჩნია ე.წ. არაფარმაცევტული ინტერვენციები და კერძოდ, ცალკეული შეზღუდვების დაწესება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში, იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები: შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს“, – განაცხადა ღიბრაძემ.


