ლარი გაუფასურებას განაგრძობს
12/08/2021 13:02:50 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 13 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1138 ლარი ეღირება, ევრო – 3.6550 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3135 ლარი.
დღეს კი ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.1079 ლარი ღირდა, ევრო – 3.6403 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.2917 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 13 აგვისტოს ამოქმედდება.


