NDI - გამოკითხულთა 47% პარლამენტის საქმიანობას ცუდად აფასებს
12/08/2021 09:59:03 საზოგადოება
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მუშაობას გამოკითხულთა 47% ცუდად, 33% კი საშუალოდ აფასებს.
საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას გამოკითხულთა მხოლოდ 10% აფასებს კარგად.
აღსანიშნავია, რომ წინა კვლევასთან შედარებით, პარლამენტის საქმიანობის ნეგატიური შეფასება 11%-ით გაიზარდა.
NDI-ს კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. საველე სამუშაოების პერიოდი 13-25 ივლისია, რა დროსაც ჩატარდა 2 016 დასრულებული ინტერვიუ (23% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%. ამასთან, ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. NDI-ში ამბობენ, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.


