Accentnews.ge
არაზუსტი დარიცხვების გამო სემეკ-მა „თელმიკო“, „თელასი“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაჯაარიმა

არაზუსტი დარიცხვების გამო სემეკ-მა „თელმიკო“, „თელასი“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაჯაარიმა

12/08/2021 10:39:29 საზოგადოება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ დაადგინა, რომ თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანიები აბონენტებს მოხმარებულ ელექტრო-ენერგიაზე არაზუსტ თანხას არიცხავდნენ. კომპანიები კომისიამ დღეს, 12 აგვისტოს დააჯარიმა.

  • შპს "თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია" - "თელმიკო" - 75 000 ლარით დაჯარიმდა;
  • სს "თელასი" - 50 000 ლარით;

სემეკ-ს საჩივრით არაერთმა მოქალაქემ მიმართა. საჩივრები უკავშირდებოდა ივნისსა და ივლისში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ტარიფის საფეხურის არასწორ მისადაგებასა და გაზრდილი გადასახადის დარიცხვას, რაც ასევე დადასტურდა სემეკ-ში წარმოებული მოკვლევის შედეგად. დარღვევების განმეორების შემთხვევაში, კომისია კვლავ იმსჯელებს კანონით გათვალისწინებულ სანქციებზე.

  • ამასთან, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო 75 000 ლარით დაჯარიმდა;

დაჯარიმების საფუძველი კომპანიის მიერ მრიცხველის ჩვენებების არარეგულარული წაკითხვა და მოქალაქეებზე გადასახადის ერთიანად დარიცხვა გახდა. სემეკ-ში შემოსული მოქალაქეთა საჩივრების შესაბამისად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მრიცხველის ჩვენებებს იღებდა არა ყოველთვიურად, არამედ გარკვეული პერიოდულობით, რამოდენიმე თვის ან/და წლის შუალედში, რის გამოც აბონენტებს ერთიანად უწევდათ რამდენიმე თვის გადასახადის გადახდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S