NDI- გამოკითხულთა 52% ხელისუფლების საქმიანობას ცუდად აფასებს, თუმცა რესპონდენტთა 53% მიიჩნევს, რომ მთავრობა კორონავირუსის პანდემიას კარგად უმკლავდება
12/08/2021 10:01:30 საზოგადოება
NDI-ის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 52% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, 36% დადებითად, 9% აცხადებს, რომ არ იცის, ხოლო 3% პასუხზე უარს აცხადებს.
რაც შეეხება კითხვას, როგორ უმკლავდება მთავრობა კორონავირუსის პანდემიას, გამოკითხულთა 53% დადებითად აფასებს, ხოლო უარყოფითად აფასებს გამოკითხულთა 37%.
NDI-ს კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. საველე სამუშაოების პერიოდი 13-25 ივლისია, რა დროსაც ჩატარდა 2 016 დასრულებული ინტერვიუ (23% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%. ამასთან, ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. NDI-ში ამბობენ, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.


