Accentnews.ge
ქუთაისში კოვიდ-ინფიცირებულმა ორსულმა ნაყოფი დაკარგა

ქუთაისში კოვიდ-ინფიცირებულმა ორსულმა ნაყოფი დაკარგა

12/08/2021 08:34:07 საზოგადოება

ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" კოვიდ-ინფიცირებულმა ორსულმა ნაყოფი დაკარგა. ქალის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, მას საკეისრო კვეთას ვერ უტარებენ და ვერც თბილისში გადაჰყავთ. ექიმების თქმით, სარისკოა როგორც ქირურგიული ჩარევა, ასევე პაციენტის ტრანსპორტირება.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, შეიკრიბა კონსილიუმი და სავარაუდოდ, ნაყოფის დაბადება ბუნებრივი გზით მოხდება.

30 კვირის კოვიდინფიცირებული ორსული ქუთაისში ბათუმიდან გადაიყვანეს.

ახლობლების თქმით, თავდაპირველად ქალს ვირუსი იოლ ფორმებში ჰქონდა და ბათუმის საავადმყოფოდან ხელწერილის საფუძველზე სახლში გაწერეს, თუმცა შემდეგ მდგომარეობდა დამძიმდა და იმის გამო, რომ ბათუმის კლინიკებში ადგილი არ იყო, ქუთაისში გადაიყვანეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S