Accentnews.ge
ყვარეთლან, წიწკანაანთსერის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

ყვარეთლან, წიწკანაანთსერის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

12/08/2021 08:12:11 საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ყვარეთლან, წიწკანაანთსერის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია.

"წიწკანაანთსერის მიმდებარედ ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები გუშინ დაღამებამდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ტყეში ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი იწვოდა. ადგილზე ღამის განმავლობაში მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. დილიდან, ხილვადობის აღდგენისთანავე სოფლის მიმართულებით გავიდნენ დამატებითი ჯგუფები. ადგილზე ხდება მაღალი წარმადობის წყლის საქაჩი ტუმბოების (“Rosenbauer Fox4”) მობილიზება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია რამდენიმე კილომეტრზე წყლის მიწოდება. ამ დროისთვის ტყეში ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს და ხანძარი ლოკალიზებულია", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

წიწკანაანთსერის ტყეში ხანძრის ქრობის სამუშაოებში 60 მეხანძრე-მაშველია ჩართული და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S