Accentnews.ge
თბილისი და 9 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირება ყველაზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

თბილისი და 9 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირება ყველაზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

12/08/2021 07:10:26 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 5128 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 2 635 პირი გამოჯანმრთელდა, 49 პაციენტი გარდაიცვალა.

  • ქვეყანაში ჩატარდა 49 189 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 29 357, „პისიარ“ ტესტით – 19 832.
  • კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,43%, ბოლო 14 დღის – 9,63%, ბოლო შვიდი დღის – 10,52%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 128 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 2 236 შემთხვევა,
  • აჭარა - 811,
  • იმერეთი - 537,
  • ქვემო ქართლი - 246,
  • შიდა ქართლი - 280,
  • გურია - 106,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 287,
  • კახეთი - 398,
  • მცხეთა-მთიანეთი -101,
  • სამცხე-ჯავახეთი - 102,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 47 601 საიდანაც: 6 627 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 068, აჭარაში - 898, იმერეთში - 964. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 355 პირი, მათ შორის, თბილისში - 586, აჭარაში - 139, იმერეთში - 318. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 311 პირი, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 22, იმერეთში - 18. 3 288 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 494 - თბილისში, 1 298- აჭარაში. 37 686 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 64 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 59, ხოლო აჭარაში - 5.

სულ 6 ოქტომბრიდან - 11 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 026 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 40 605 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 20 817, პირი, აჭარაში - 5 495, იმერეთში - 4 036.

  • ამ დროისთვის საქართველოში ინფიცირების 466 326 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 412 420 პირი გამოჯანმრთელდა, 6279 პაციენტი გარდაიცვალა.
  • სულ აცრილია 715 919 ადამიანი, დღიურად აცრილია 25 933.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S