ზედიზედ მესამე დღეა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური ნამატი 5000–ს აჭარბებს
12/08/2021 07:05:38 საზოგადოება
ზედიზედ მესამე დღეა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური ნამატი 5000–ს აჭარბებს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 5128 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 3 310 პირი გამოჯანმრთელდა, 49 პაციენტი გარდაიცვალა.
- ქვეყანაში ჩატარდა 49 189 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 29 357, „პისიარ“ ტესტით – 19 832.
- კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,43%, ბოლო 14 დღის – 9,63%, ბოლო შვიდი დღის – 10,52%.
ამ დროისთვის საქართველოში ინფიცირების 466 326 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 412 420 პირი გამოჯანმრთელდა, 6279 პაციენტი გარდაიცვალა.


