Accentnews.ge
რუსეთში ვერტმფრენმა, რომლის ბორტზეც 13 ტურისტი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა – არიან დაღუპულები

რუსეთში ვერტმფრენმა, რომლის ბორტზეც 13 ტურისტი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა – არიან დაღუპულები

12/08/2021 04:30:21 მსოფლიო

რუსეთში, კამჩატკის რეგიონში ვერტმფრენმა, რომლის ბორტზეც 13 ტურისტი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა, – იუწყება რუსული მედია.

მისი ცნობით, რვა ადამიანი გადარჩა, მათ შორის ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა ცხედრები სავარაუდოდ, კურილის ტბის ფსკერზეა

კომპანია „ვიტიაზ-აეროს“ კუთვნილმა „მი-8“ ტიპის ვერტმფრენმა კატასტროფა დღეს დილით განიცადა. წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე ეკიპაჟის სამი წევრი და 13 ტურისტი იმყოფებოდა. კატასტროფის მიზეზი ჯერ –ჯერობით უცნობია. ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S