Accentnews.ge
ირანი და რუსეთი სამხედრო თანამშრომლობას აღრმავებენ

ირანი და რუსეთი სამხედრო თანამშრომლობას აღრმავებენ

30/07/2019 05:59:25 სხვა, მსოფლიო

ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს,- იუწყება Tass ირანულ მედიაზე დაყრდნობით. 

ინფორმაციის მიხედვით ირანის საზღვაო ძალების მეთაური ჰუსეინ ხანზარდი აცხადებს, რომ დოკუმენტი მისი რუსეთში ვიზიტისას გაფორმდა.

„ეს ამ ტიპის პირველი მემორანდუმია და ის შესაძლოა გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდეს თეირან-მოსკოვის ურთიერთობებში",– განაცხადა ხანზარდიმ.

მისივე ინფორმაციით, რუსეთმა და ირანმა ჰორმუზის სრუტეში შესაძლოა, ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარონ. 

"რუსეთი და ირანი აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანი კასპიის ზღვის აუზში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაა",– დასძინა ირანელმა მაღალჩინოსანმა.

ცნობისთვის: ირანის საზღვაო ძალების მეთაური რუსეთში სამდღიანი ვიზიტით 27 ივლისს იმყოფებოდა. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S