შოიგუ: "მქონდა ბედნიერება, ქარაჯიჩსა და მლადიჩთან მეთანამშრომლა"
11/08/2021 14:14:33 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის მინისტრის, მომავალი საპარლამენტო არჩევნებითვის მმართველი პარტია "ერთიანი რუსეთის" საარჩევნო სიის წამყვან წევრ სერგეი შოიგუს განცხადებით, მას "ჰქონდა ბედნიერება" წარსულში ბოსნიელი სერბების ლიდერებთან - კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის გასამართლებულ რადოვან ქარაჯიჩსა და რატკო მლადიჩთან ერთანამშრომლოა.
ეს მოღვაწეები, ასევე იუგოსლავიის ყოფილი ლიდერი სლობოდან მილოშევიჩი, რომელიც ჰააგის მიერ მისთვის განაჩენის გამოტანამდე გარდაიცვალა, შოიგუმ ახალგაზრდულ ფორუმზე "საზოგადოების გახრწნის" საკითხებზე საუბრისას ახსენა და განმარტა, რომ ეს პრობლემა დღეს "აქტუალურია რუსეთისთვისაც".
"მილოშევიჩი, რაქაჯიჩი და მლადიჩი მიხვდნენ, რომ ყოფილი იუგოსლავია შიგნიდან იხრწნებოდა. ეს ყველაფერი მიზანმიმართული მუშაობა იყო, რომლის შედეგად ერთი ქვეყნიდან ექვსი მივიღეთ" - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა. მას არ დაუკონკრეტებია, ვინ აწარმოებდა ამ სამუშაოს, თუმცა დასძინა, რომ "ჰქონდა ბედნიერება და გაუმართლა, ეთანამშრომლა იუგოსლავიის საკითხებში სერბთა ყოფილ ლიდერებთან".
რა კონტექსტში თანამშრომლობდა ქარაჯიჩთან, მლადიჩთან და მილოშევიჩთან - მას არ დაუკონკრეტებია. ზოგადად კი, ბოსნიის ომის წლებში სერგეი შოიგუ რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ხელმძღვანელობდა.
-
- ბოსნიელი სერბების ლიდერები ჰააგაში რამდენიმე მუხლით გაასამართლეს, მათ შორის მთავარი გენოციდია: სწორედ ასე შეფასდა 1995 წელს სრებრენიცაში 8 ათასამდე ბოსნიელი მუსლიმის მკვლელობა. ამჟამად ქარაჯიჩი და მლადიჩი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სამუდამო პატიმრობას იხდიან.
საზოგადოების გახრწნის" მაგალითებად შოიგუმ იუგოსლავიის გარდა, სირია, ეგვიპტე, ტუნისი და ლიბიაც მოიყვანა. ყველა ამ ქვეყანაში 10 წლის წინ მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლები იყო დაფქსირებული, რომელთა შედეგად ხელისუფლება შეიცვალა ან სამოქალაქო ომი მოხდა. მოსკოვი ხშირად იხსენიებს ამ ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებს "ფერად რევოლუციებად" და მათ სერბეთში, საქართველოსა და უკრაინაში მომხდარ რევოლუციებს უთანაბრებს, რომლებიც კრემლის მიერ მკვეთრად უარყოფითად ფასდება. ამასთან, კრემლი დასავლეთს "რუსეთში ანალოგიური რევოლუციის მზადებაში" ადანაშაულებს.


