Accentnews.ge
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა "Nord Stream 2"-გან მომავალი რისკების შესამცირებლად სპეცმრჩეველი დანიშნა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა "Nord Stream 2"-გან მომავალი რისკების შესამცირებლად სპეცმრჩეველი დანიშნა

11/08/2021 13:37:07 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთის მიმართ კრიტიკული პოზიციით ცნობილი დიპლომატი ამოს ხოხშტაინი ენერგოუსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად დანიშნა. მისი მთავარი ამოცანა გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ისგან მომავალი რისკების შემცირება იქნება.

როგორც ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, ეს საკადრო გადაწყვეტილება წარმოაჩენს აშშ-ის მტკიცე ნებას, არ დაუშვას, რომ რუსეთმა გაზსადენი გეოპოლიტიკურ იარაღად აქციოს ევროპასა და უკრაინაზე ზეწოლისთვის.

ხოხშტაინი ადრე ენერგოუსაფრთხოების საკითხებში სპეცწარმომადგენლად მუშაობდა, იყო ასევე "ნაფტოგაზ-უკრაინის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

პრეზიდენტ ბაიდენსა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არაერთგზის განუცხადებიათ, რომ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის ექსპლუატაციაში გაშვების წინააღმდეგები არიან. ამერიკაში ამ გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებული კომპანიებისა და ხომალდების მიმართ სანქციებიც შემოიღეს. თუმცა მოგვიანებით ბაიდენმა განაცხადა, რომ ვინაიდან გაზსადენის მშენებლობა უკვე თითქმის დასრულებული იყო, სანქციები მის დასრულებას ხელს დიდად ვეღარ შეუშლიდა და ამავე დროს აშშ-გერმანიის ურთიერთობებს გააფუჭებდა. შედეგად ვაშინგტონი და ბერლინი შეთანხმდნენ ერთობლივ მოქმედებაზე, რათა მოსკოვის მხრიდან გაზსადენთან დაკავშირებით მომავალი რისკები გაანეიტრალონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S