
შავ ზღვაში ნავთობის უზარმაზარი ლაქა წარმოიშვა - 400-ჯერ უფრო დიდი, ვიდრე დამნაშავე კომპანია ირწმუნებოდა
11/08/2021 13:07:52 პოლიტიკა
ნოვოროსიისკის სიახლოვეს, ზღვაში ნავთობის უზარმაზარი ლაქა წარმოიშვა.
ნავთობპროდუქტების ჩაღვრა 7 აგვისტოს, ბერძნულ ტანკერ Minerva Symphony-ს შევსებისას მოხდა. ტერმინალი ნაპირიდან 5 კმ-ში მდებარეობდა.
კასპიის ნავთობკონსორციუმში, რომელსაც ტერმინალი ეკუთვნის, 9 აგვისტოს განაცხადეს, რომ ჩაღვრილი ნავთობით დაბინძურების ზედაპირის ფართობი მხოლოდ 200 კვ/ მეტრს შეადგენდა, ხოლო მოცულობა - 12 კუბურ მეტრს და რომ იმავე დღის - 7 აგვისტოს, 22:42 სთ-ისთვის პრობლემა აღმოიფხვრა. 11 ავისტოს კომპანიამ კვლავ გააკეთა განცხადება პრობლემის ლიკვიდაციის თაობაზე, თუმცა აღნიშნა, რომ "შავი ზღვის აკვატორიაში შეინიშნებოდა ნარჩენი მოვლენები წყლის ზედაპირზე წარმოქმნილი ლაქის სახით" და რომ ჩაღვრამ დაახლოებით 12 კმ მოიცვა.
თუმცა 11 აგვისტოსვე რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტმა თანამგზავრული ფოტოების მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ნავთობის ლაქის ფართობი რეალურად, 80 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა, რაც 400-ჯერ აღემატება კონსორციუმის მიერ დასახელებულ მაჩვენებელს და ნაპირიდან უკვე 19 კმ ჰქონდა მოცული
"ჩვენი მონაცემებით, ნავთობდაბინძურება უკვე აბრაუ-დიურსოს სარეკრეაციო ზონასთან ფიქსირდება და ჩრდილოეთისკენ ვრცელდება", – აცხადებენ ველური ბუნების მსოფლიო ფონდის რუსეთის წარმომადგენლობაში და დასძენენ, რომ ეკოლოგები ამ რაიონში სანაპიროს გასწვრივ უკვე 7 კმ-იანი ტერიტორიის დაბინძურებაზე მიუთითებენ.