14 აგვისტოდან ბათუმში რეგისტრაციის გარეშე "ფაიზერის" ვაქცინით აცრაც შესაძლებელი იქნება
11/08/2021 12:30:00 საზოგადოება
14 აგვისტოდან ბათუმში რეგისტრაციის გარეშე "ფაიზერის" ვაქცინით აცრაც შესაძლებელი იქნება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიზნით ბათუმის უნივერსიტეტის შენობაში ვაქცინაციის დიდ სივრცეს ხსნის. მოქალაქეები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ამ სივრცეში აცრას „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინებითაც შეძლებენ
ბოლო 24 საათში აჭარის რეგიონში კორონავირუსი დაუდასტურდა 905 ადამიანს. ბოლო მონაცემებით, აჭარაში გაკეთებულია 79 741 აცრა.
მთლიანად საქართველოს მასშტაბით, მეორე დღეა, კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 5000-ს აჭარბებს.


