რუსეთში დააკავეს საავადმყოფოს მთავარი ექიმი, სადაც ჟანგბადის მიწოდების შეფერხების გამო 9 კოვიდ–ინფიცირებული პაციენტი დაიღუპა
11/08/2021 11:37:58 მსოფლიო
რუსეთში დააკავეს ვალდიკავკაზის საავადმყოფოს მთავარი ექიმი, სადაც ჟანგბადის მიწოდების შეფერხების გამო 9 კოვიდ–ინფიცირებული პაციენტი დაიღუპა.
ვლადიმერ პლიევს "უსაფრთხოების წესების დარღვევას" ედავებიან.
შეფერხება ჟანგბადის მილის აფეთქებას მოჰყვა. ავარიის მომენტში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე 13 პაციენტი იმყოფებოდა.
ეს რუსეთში ჟანგბადის უკმარისობით გამოწვეული ტრაგედიის რიგით მეორე შემთხვევაა. ოქტომბერში დონის როსტოვში მსგავსი ინციდენტის შედეგად ერთ დღეში კორონავირუსით დაავადებული 18 პაციენტი დაიღუპა.


