
ირანელ ქალებს თავსაბურავის გარეშე გადაღებული ფოტოსთვის 10-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ
30/07/2019 05:22:51 სხვა, მსოფლიო
ირანელ ქალებს თავსაბურავის გარეშე გადაღებული ფოტოს გამო 10-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
როგორც ირანული სააგენტო Fars იუწყება, თეირანის რევოლუციური სასამართლოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პატიმრობა ემუქრებათ იმ ქალებს, რომელბიც თავსაბურავის გარეშე ფოტოს ონლაინ გაავრცელებენ, ან აქტივისტ მასიჰ ალინეჯადს გაუგზავნიან.
ცნობისთვის: ალინეჯადი აშშ–ში მოღვაწე ირანელი აქტივისტია. მან წამოიწყო კამპანია "თეთრი ოთხშაბათი" სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ. კამპანია ქალებს მოუწოდებს, გადაიღონ ფოტოები თავსაბურავის გარეშე.
ირანში საჯარო ადგილებში თავსაბურავის ტარება ქალებისათვის სავალდებულოა. კანონის დარღვევისათვის სასჯელი 25 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმიდან 2 თვემდე პატიმრობამდეა განსაზღვრული. უკანასკნელ წლებში ირანის ქუჩებში პროტესტის ნიშნად ჰიჯაბის მოხსნის გამო არაერთი ქალი დააკავეს.