Accentnews.ge
საქართველოში სრულად ვაქცინირებული 106 084 ადამიანიდან კორონავირუსით მხოლოდ 207 დაინფიცირდა

საქართველოში სრულად ვაქცინირებული 106 084 ადამიანიდან კორონავირუსით მხოლოდ 207 დაინფიცირდა

11/08/2021 11:16:02 საზოგადოება

საქართველოში სრულად ვაქცინირებული 106 084 ადამიანიდან კორონავირუსით მხოლოდ 207 ადამიანი დაინფიცირდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,

  • ინფიცირებულთა უმეტესობაში დაავადება უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობდა.
  • 207 ინფიცირებულ პირთაგან მხოლოდ 8-ს (4%) დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.
  • სრულად აცრილთა შორის არავინ გარდაცვლილა.

11 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჩატარდა 688 940 აცრა. სრულად აცრილია 210 776 ადამიანი.

რაც შეეხება ინფიცირებას, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 5 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 48 ადამიანი გარდაიცვალა.

  • ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 461 198 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 409 110 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 230 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S