მსხვერპლი და ათობით დაკარგული მოქალაქე – ინდოეთში მეწყერმა სატვირთო მანქანა, სამგზავრო ავტობუსი და ავტომობილები დაფარა
11/08/2021 11:05:42 მსოფლიო
ინდოეთში, ჰიმაჩალ-პრადეშის შტატში მეწყერი ჩამოწვა. მომხდარს 2 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით პირი კი დაკარგულია.
კინაურის რაიონში, გზატკეცილზე ჩამოწოლილმა მეწყრულმა მასამ სატვირთო მანქანა, სამგზავრო ავტობუსი და ავტომობილები დაფარა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაკარგულების გადასარჩენად სამძებრო- სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.


