"კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 15% მძიმეა, 5% -კრიტიკული"
11/08/2021 08:58:05 საზოგადოება
"კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 15% მძიმეა, 5% -კრიტიკული", ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან უფრო გამკაცრებული უნდა იყოს არსებული რეგულაციების აღსრულება.
“ადამიანებმა თვითონ უნდა დაუწესონ საკუთარ თავს გარკვეული რეგულაციები. ქვეყანაში დარჩა რეგულაციები, როცა შეზღუდვები მოიხსნა - პირბადე, დისტანცირება და თავშეყრის ადგილებიდან თავის შეკავება. ეს სამივე რეგულაცია თუ კარგად აღსრულდება ამ შემთხვევაში, ალბათ, შესაძლებელი იქნება ეპიდემიოლოგიური სურათის გარკვეულწილად უკუსვლა, გაუმჯობესება. სახელმწიფოს მხრიდან უფრო გამკაცრებული უნდა იყოს არსებული რეგულაციების აღსრულება. იქ, სადაც არ ხდება რეგულაციების დაცვა, ალბათ, შემოღებული უნდა იყოს სასჯელები. ვაქცინაცია და რეგულაციების შესრულება არის ერთადერთი საშუალება, რომ ამ სიტუაციას დავაღწიოთ თავი. ეს [ "დელტა"] შტამი გაცილებით მძიმედ მიმდინარე შტამია. მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში კი მეტი ლეტალური გამოსავალი დგება. პაციენტების 80% გახლავთ საშუალო და მსუბუქი, 15% არის მძიმე, 5% კრიტიკული", - განაცხადა ეზუგბაიამ.


