Accentnews.ge
თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში საველე ჰოსპიტალების საჭიროება გახდეს

თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში საველე ჰოსპიტალების საჭიროება გახდეს

11/08/2021 08:55:10 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში საველე ჰოსპიტალების საჭიროება გახდეს.

"თუ მომდევნო 7-10 დღის განმავლობაში ეპიდემიის მატების იგივე ტენდენცია გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მოგვიწევს დამატებით ალტერნატიული სასტუმროების მობილიზება, საუბარი მიდის იმაზე, თუ რა იქნება ამ შემთხვევაში საველე გადაწყვეტა, რაც ჩვენ აქამდე არასდროს გამოგვიყენებია“,- განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალური დატვირთვის პირობებში მუშაობს.

„დღეს შემთხვევების რაოდენობა ისევ 5000-ს აჭარბებს. რა თქმა უნდა, ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალური დატვირთვის პირობებში მუშაობს. 7500-მდე საწოლი იქნება მობილიზებული მიმდინარე 2-3 დღის განმავლობაში. ყველდღიურად ემატება საწოლების რაოდენობა. ჯერჯერობით საწოლების დატვირთვა და პაციენტების მოთავსება გაწერების ხარჯზე ხდება. ამის რესურსი არსებობს, საწოლბრუნვა იძლევა იმის საშუალებას, რომ მძიმე პაციენტი ჰოსპიტალს მიღმა არ დარჩეს. 8000 არის ჩვენი მაქსიმუმი. საწოლფონდის ის რაოდენობაა, რაც შეგვიძლია გამოვყოთ ჰოსპიტალური სექტორიდან. ამას კიდევ დაემატება სასტუმროების რაოდენობაც. დღეს ამაზე საუბარი ძალიან რთულია, წინასწარ ვარაუდის დონეზე იქნება, მაგრამ მომდევნო დღე ამის სურათს აქტიურად წარმოაჩენს“,-აღნიშნავს გაბუნია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S