"გავდივართ პიკს, სტატისტიკა ჯერ კიდევ მზარდი იქნება"
11/08/2021 08:01:45 საზოგადოება
"გავდივართ პიკს, სტატისტიკა ჯერ კიდევ მზარდი იქნება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქით, დღეს საკმაოდ მაღალი დადებითობის მაჩვენებელი ფიქსირდება.
"ჩვენ გავდივართ პიკს. დღეს ჯერ გვაქვს საკმაოდ მაღალი დადებითობის მაჩვენებელი, რაც ეპიდემიოლოგებისთვის და ჯანდაცვის სექტორისთვის ნიშანია, რომ სტატისტიკა ჯერ კიდევ მზარდი იქნება", – განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ზედიზედ მეორე დღეა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 5000–ს აჭარბებს.


