5352 ახალი შემთხვევა – თბილისი და 8 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირება ყველაზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა
11/08/2021 07:01:30 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 5352 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 2 635 პირი გამოჯანმრთელდა, 48 პაციენტი გარდაიცვალა.
- ქვეყანაში ჩატარდა 50 430 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 564 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 866 PCR ტესტით.
- დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.33% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.27%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 352 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 2 363 შემთხვევა,
- აჭარა - 905,
- იმერეთი - 564,
- ქვემო ქართლი - 262,
- შიდა ქართლი - 285,
- გურია - 124,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 281,
- კახეთი - 340,
- მცხეთა-მთიანეთი -134,
- სამცხე-ჯავახეთი - 70,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 45 832 საიდანაც 6 578 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 075, აჭარაში - 862, იმერეთში - 941.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 322 პირი, მათ შორის, თბილისში - 564, აჭარაში - 134, იმერეთში - 322. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 302 პირი, მათგან თბილისში - 197, აჭარაში - 22, იმერეთში - 17
3 238 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 401 - თბილისში, 1 298- აჭარაში.
36 016 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 53 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 10 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 015 პირი.


