„ფეისბუქმა” რუსეთიდან მართულ ანტივაქსერულ კამპანიებში ჩართული ასობით ანგარიში წაშალა
11/08/2021 06:26:47 მსოფლიო
“ფეისბუქმა” წაშალა ასობით ანგარიში, რომლებიც, კომპანიის განმარტებით, ჩართულები იყვნენ რუსეთიდან მართულ ანტივაქსერულ დეზინფორმაციულ კამპანიებში.
“ფეისბუქის“ ინფორმაციით, ანგარიშების ქსელის სამიზნე ინდოეთი, ლათინური ამერიკა და აშშ იყო. ისინი ცდილობდნენ ინფლუენსერების მიზიდვას ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად, რათა ამ გზით "კოვიდ 19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიმართ საზოგადოების ნდობა შეერყიათ.
"დადგინდა კავშირი აღნიშნულ ქსელსა და მარკეტინგულ სააგენტო Fazze-ს შორის, რომელიც რუსული კომპანიის AdNow ნაწილია", – აცხადებენ „ფეისბუქში“.
მისი ცნობით, გასულ წელს იგივე ქსელი ცდილობდა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა სახიფათო ვაქცინად წარმოეჩინა.


