Accentnews.ge
თურქეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ტყის ხანძრის ერთი აქტიური კერა რჩება

თურქეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ტყის ხანძრის ერთი აქტიური კერა რჩება

11/08/2021 05:40:51 მსოფლიო

თურქეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ამ დროისთვის ტყის ხანძრის ერთი აქტიური კერა რჩება.

"მეხანძრეები ცეცხლის 274 კერას აკონტროლებენ, ამჟამად მუღლას პროვინციაში ტყის ხანძრის ერთი აქტიური კერა რჩება. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები", – განაცხადა ქვეყნის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა ბექირ პაქდემირლიმ.

მე–15 დღეა, თურქეთში ტყის ხანძრების ჩაქრობა ვერ ხერხდება. ანკარას ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ტექნიკითა და ცოცხალი ძალით ქუვეითი, აზერბაიჯანი, ესპანეთი, ხორვატია, ირანი, კატარი, რუსეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ კვიპროსი ეხმარებიან.

ბოლო მონაცემებით, ცეცხლს, 8 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 7–ის ცხედარი ქალაქ მანავგატში აღმოაჩინეს, ერთი – მარმარისში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S