Accentnews.ge
გვინეაში "მარბურგის" ვირუსი დაფიქსირდა

გვინეაში "მარბურგის" ვირუსი დაფიქსირდა

10/08/2021 19:29:01 მსოფლიო

გვინეაში "მარბურგის" ვირუსი დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და გვინეის მთავრობამ ოფიციალურად დაადასტურეს ქვეყანაში "მარბურგის" ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა. "მარბურგის" ვირუსი "ებოლას" ვირუსის მსგავსია და ადამიანზე ცხოველიდან გადადის.

მამაკაცი, რომლის ვინაობა არ სახელდება, ვირუსით 25 ივლისს დაინფიცირდა და 2 აგვისტოს გარდაიცვალა სოფელ გუკედუში.

"მარბურგის" ვირუსი პირველად გერმანიის ქალაქ მარბურგში დაფიქსირდა 1967 წელს. მისი გადამტანი აფრიკიდან შემოყვანილი მწვანე მაიმუნი გახდა, რომლისგანაც 31 ადამიანი დაინფიცირდა და შვიდი გარდაიცვალა. ვირუსისგან სიკვდილიანობა 24-დან 88 პროცენტამდე მერყეობს. მისი სიმპტომებია მაღალი ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი და სხეულის სისუსტე. ადამიანიდან ადამიანზე ვირუსი ახლო კონტაქტით და ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსის გავრცელების საფრთხის მაღალი დონე გამოაცხადა დასავლეთ აფრიკის ქვეყნებისთვის და დაბალი დონე მთელი მსოფლიოსთვის. გვინეაში ორგანიზაციის ათი ეპიდემიოლოგი იმყოფება. ამ ეტაპზე მედიკოსები გარდაცვლილის კონტაქტებს იძიებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S