Accentnews.ge
გლდანში, რესტორანი, სადაც ქორწილი იმართებოდა, 10 000 ლარით დააჯარიმეს

გლდანში, რესტორანი, სადაც ქორწილი იმართებოდა, 10 000 ლარით დააჯარიმეს

10/08/2021 19:04:02 საზოგადოება

თბილისში, გლდანში, ერთ-ერთ რესტორანში მონიტორინგის შედეგად შრომის ინსპექციის შესაბამისმა სამსახურმა აკრძალული სოციალური ღონისძიება გამოავლინა.

რესტორანში ქორწილს აღნიშნავდნენ, რის გამოც, იურიდიული პირი 10 000 ლარით დაჯარიმდა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აკრძალული სოციალური ღონისძიებების გამართვისთვის როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა, კვების ობიექტები და სარიტუალო დარბაზები პირველ ჯერზე 10 000 ლარით დაჯარიმებას ექვემდებარება, განმეორების შემთხვევაში კი დაწესებულება დაილუქება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S