"მაქვს ინფორმაცია, რომ კოვიდ–ინფიცირებულთა ნაწილი, დადის ქუჩაში და მგზავრობს ტრანსპორტით, კატეგორიულად ვთხოვ ხელისუფლებას, გააკონტროლოს"
10/08/2021 16:26:35 მსოფლიო
"მაქვს ინფორმაცია, რომ ბინაზე დარჩენილი, დაახლოებით 35 000 ავადმყოფიდან ნაწილი, არ იცავს თვითიზოლაციას, დადის ქუჩაში და მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით", – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, "თუკი ეს ძალიან ცუდი პრეცენდენტი არ აღმოიფხვრა, ახალი შემთხვევების კონტროლი გაჭირდება".
"კატეგორიულად ვთხოვ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც კოვიდინფიცირებულია და ასევე, ჯანდაცვის სისტემას, თუ აღმასრულებელ ხელისუფლებას, არ ვიცი კიდევ ვის ხელეწიფება, გააკონტროლოს ადამიანები, რომელთაც აქვთ კოვიდის მსუბუქი ფორმა, 12 დღის მანძილზე დაიცვან თვითიზოლაციის პრინციპი, არავითარ შემთხვევაში არ დატოვოს სახლი, არ გამოვიდნენ ქუჩაში, არ იარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ისინი სტუმრადაც კი მიდიან და საფრთხეს უქმნიან მოსახლეობას. თუკი ეს ძალიან ცუდი პრეცენდენტი არ აღმოიფხვრა, პირბადეების ტარება რომც კარგად გავაკონტროლოთ, მაინც გაგვიჭირდება ახალი შემთხვევების კონტროლი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


