Accentnews.ge
მედია – გერმანია ახალ კოვიდ–რეგულაციებს, მათ შორის ვაქცინაციაში მეტი ადამიანის ჩართვის მიზნით უფასო ტესტირების გაუქმებას აანონსებს

მედია – გერმანია ახალ კოვიდ–რეგულაციებს, მათ შორის ვაქცინაციაში მეტი ადამიანის ჩართვის მიზნით უფასო ტესტირების გაუქმებას აანონსებს

10/08/2021 16:12:25 მსოფლიო

გერმანია ახალი კოვიდ–რეგულაციებს, მათ შორის ვაქცინაციაში მეტი ადამიანის ჩართვის მიზნით უფასო სწრაფი ტესტირების გაუქმებას აანონსებს, – იუწყება "The Guardian".

მისივე ცნობით, იმ პირებს, რომლებიც კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილები არ იქნებიან, ყველა სახის ღონისძიებაზე – დახურული შეკრებებიდან დაწყებული, რესტორნებში ქეიფისა და ეკლესიის მსახურებაზე დასწრებით დამთავრებული, სწრაფი ტესტის პასუხის გარეშე არ დაუშვებენ. ტესტის საფასურს კი სახელმწიფო აღარ დაფარავს და ხარჯის გაწევა მოქალაქეებს მოუწევთ.

როგორც "The Guardian" იუწყება, ახალი რეგულაციები ძალაში სავარაუდოდ, 11 ოქტომბრიდან შევა.

"გამონაკლისი იქნება მხოლოდ ორსულები, ბავშვები და ის პირები, რომელთაც ვაქცინას ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების გამო ვერ უკეთებენ. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მოქალაქეები აღარ იქნებიან დამოკიდებულნი ტესტირების სისტემაზე, როგორც ვაქცინის გაკეთების თავიდან აცილების საშუალებაზე", – წერს გამოცემა.

მისი ცნობით, აღნიშნულ რეგულაციებს რიგი გერმანელი პოლიტიკოსები ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ მათი შემოღება "საზოგადოების დაყოფას გამოიწვევს".

ამასთან, ახალი რეგულაციების თანახმად, პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება შიდა სივრცეებში, როგორიცაა ოფისები, სკოლები, მაღაზიები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

გერმანიაში ბოლო პერიოდში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევებმა იმატა. მიზეზად "დელტა" შტამი სახელდება. ამ დროისთვის ქვეყანაში მოსახლეობის 55% სრულად ვაქცინირებულია. თუმცა მერკელის მთავრობა გეგმავს ზაფხულის ბოლოსთვის სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის 85% იყოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S