Accentnews.ge
აბსანძე: "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" შემატყობინა, რომ ჩემთან შრომით ურთიერთობას წყვეტს"

აბსანძე: "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" შემატყობინა, რომ ჩემთან შრომით ურთიერთობას წყვეტს"

10/08/2021 15:29:29 საზოგადოება

"საზოგადოებრივმა მაუწყებელის" ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე ტელეარხმა სამსახურიდან დაითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას აბსანძე ავრცელებს.

"ამ არმაგედონში რა დროს ესაა, მაგრამ, წეღან საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შემატყობინა, რომ ჩემთან შრომით ურთიერთობას წყვეტს", - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

ბოლო პერიოდში ირაკლი აბსანძე ხელისუფლებისა და მაუწყებლის ხელმძღვანელობის მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა. 12 ივლისს "ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე პოლიციამ აბსანძე დააკავა. აქცია „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებისა და 5-6 ივლისის ძალადობის გასაპროტესტებლად იმართებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S