Accentnews.ge
კლინიკა "ბომონდი": "გთხოვთ, დაგვიდექით გვერდით, ჩაიტარეთ ვაქცინაცია"

კლინიკა "ბომონდი": "გთხოვთ, დაგვიდექით გვერდით, ჩაიტარეთ ვაქცინაცია"

10/08/2021 14:15:11 საზოგადოება

კლინიკა "ბომონდის" მედიკოსები ღია წერილით მიმართავენ საზოგადოებას და ვაქცინაციის მოუწოდებენ. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, კლინიკაში მოხვედრილი პაციენტების უმრავლესობა ვაქცინირებული არაა.

"თვეებია ვიბრძვით პანდემიის წინააღმდეგ. შევძელით ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, თუმცა გვქონდა მძიმე დღეებიც, როდესაც ვმარცხდებოდით სიკვდილთან ბრძოლაში. არ გვიწუწუნია კლინიკაში გადათენებულ მძიმე ღამეებზე, ხშირ შემთხვევაში კვირების განმავლობაში უნახავ ოჯახის წევრებზე-მშობლებზე. არ გვიფიქრია დასვენებაზე, როდესაც ვხედავდით რომ ჩვენ ვიყავით უამრავი ადამიანის ოჯახის იმედი და მათ იმედს ვერ გავუცრუებდით. სამწუხაროა, რომ დღეს კლინიკაში მოხვედრილი პაციენტების უმრავლესობა ვაქცინირებული არ არის.

უმორჩილესად გთხოვთ! ჩვენი რესურსიც ამოწურვადია, ამიტომ გთხოვთ, დაგვიდექით გვერდით-ჩაიტარეთ ვაქცინაცია, შეასრულეთ სპეციალისტების მითითებები, რადგან თუ თქვენ არ დაგვეხმარებით, თუ ერთმანეთს არ დავეხმარებით, შესაძლოა უბრალოდ ვეღარ შევძლოთ თქვენი ოჯახის წევრების დაცვა, ვერ გადავარჩინოთ თქვენი მშობლები, დედმამიშვილები, შვილები, მეუღლეები და უბრალოდ თქვენთვის საყვარელი ადამიანები. Covid-19 ვირუსისგან წართმეულ თითოეულ ადამიანს ჩვენს გულს ვატანთ", - ნათქვამია მედიკოსების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ კლინიკა "ბომონდში" კოვიდ-ინფიცირებული ორსული გარდაიცვალა, რომელიც საავადმყოფოში 30 ივლისს მოხვდა.

ცნობისთვის: საქართველომ ერთ დღეში ორი კოვიდ–ანტირეკორდი დაამყარა. კერძოდ, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირებისა და კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.

გასული დღე–ღამის განმავლობაში 54 პაციენტი გარდაიცვალა, „კოვიდ-19“ 5 697 პირს დაუდასტურდა, დაავადებისგან 2 713 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S