ქუთაისში კოვიდ-ინფიცირებული ორსული გარდაიცვალა
10/08/2021 12:54:59 საზოგადოება
ქუთაისში კოვიდ-ინფიცირებული ორსული გარდაიცვალა. ინფორმაციას ტელეკომპანია "რიონი" ავრცელებს. ქალი 28 წლის იყო.
მათი ცნობით, კლინიკა "ბომონდში" კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი 30 ივლისს მოთავსდა.
კლინიკური დირექტორის მამია ყიფიანის განცხადებით, პაციენტს შესვლისთანავე ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა, რის გამოც ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.


