საპატრიარქოში უარყოფენ ინფორმაციას, რომლის თანახმად, 13 აგვისტოს პატრიარქი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება
10/08/2021 12:20:51 საზოგადოება
საპატრიარქოში უარყოფენ ინფორმაციას, რომლის თანახმად, 13 აგვისტოს პატრიარქი ილია მეორე კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება.
"13 აგვისტოს პატრიარქის აცრის შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს", - წერს საპატრიარქოს პრეს–მდივანი, მამა ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.
დღეს, საინფორმაციო სააგენტომ informers.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 13 აგვისტოს ილია მეორე საჯაროდ აიცრებოდა, რათა სკეპტიკურაად განწყობილი მოსახლეობისთვის მაგალითი მიეცა.


