Accentnews.ge
თელავის თეატრში კოვიდით დაღუპული თემურ წიკლაურის ხსოვნის საღამო იმართება

თელავის თეატრში კოვიდით დაღუპული თემურ წიკლაურის ხსოვნის საღამო იმართება

10/08/2021 10:22:07 საზოგადოება

დღეს თელავის თეატრში COVID-19-ით დაღუპული მომღერლის თემურ წიკლაურის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.

ღონისძიება 17:00 საათზეა დაგეგმილი და მას მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 300-მდე ადამიანი დაესწრება.

კულტურის სამინისტრო მთელი საქართველოს მასშტაბით კონცერტებს მართავს, სადაც არ არის დაცული დისტანცია და დამსწრეებს, ხშირ შემთხვევაში, არ უკეთიათ პირბადე.

ცნობისთვის: საქართველომ ერთ დღეში ორი კოვიდ–ანტირეკორდი დაამყარა. კერძოდ, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირებისა და კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.

გასული დღე–ღამის განმავლობაში 54 პაციენტი გარდაიცვალა, „კოვიდ-19“ 5 697 პირს დაუდასტურდა, დაავადებისგან 2 713 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S