ივლისში საქართველოში 231,000 ვიზიტორი იმყოფებოდა
10/08/2021 08:40:12 ეკონომიკა
2021 წლის ივლისში საქართველოში 231,000 ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2020 წელთან შედარებით ტურისტული ნაკადი 403%-ით არის გაზრდილი, 2019 წელთან შედარებით კი ის 74%-ით ნაკლებია. შესაბამისად, ივლისში საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებლის მხოლოდ 26%-ით აღდგა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ივლისის განმავლობაში ვიზიტორთა ნახევარზე მეტი - 138,412 საჰაერო გზით შემოვიდა ქვეყანაში, რაც გააქტიურებულ საჰაერო მიმოსვლას უკავშირდება.
ტოპ 10 ქვეყანა, საიდანაც ივლისში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა:
1 თურქეთი - 35 045 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 91,3%
2 რუსეთი - 25 059 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 497,9%
3 უკრაინა - 24 485 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 1932,0%
4 სომხეთი - 19 707 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 101,9%
5 ისრაელი - 17 554 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 70116,0%
6 საქართველო (არარეზიდენტი) - 14 962 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 293,3%
7 საუდის არაბეთი - 12 894 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 12035,0%
8 ყაზახეთი - 9 546 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 1684,3%
9 ბელარუსი - 9 422 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 993,0%
10 აზერბაიჯანი - 8 397 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 108,7%


