Accentnews.ge
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლი: "ვაქცინირებულებისთვის გარკვეული ბენეფიტები იქნება"

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლი: "ვაქცინირებულებისთვის გარკვეული ბენეფიტები იქნება"

10/08/2021 08:14:46 საზოგადოება

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, მის საკუთრებაში არსებულ რესტორნებში ვაქცინირებული ადამიანები მომსახურებაზე ფასდაკლებას მიიღებენ, ხოლო თანამშრომლები – დანამატებს.

მისი თქმით, რესტორანში შესვლისას ადამიანმა აცრის საბუთი უნდა აჩვენოს.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ინიციატივაში სხვა რესტორნების ჩართულობის მხრივ მუშაობა მიმდინარეობს.

„ვაქცინარება არის გადარჩენის ერთადერთი საშუალება. მე პირადად, ადამიანები, რომლებიც ვაქცინირებულები არიან და სტუმრები არიან, ჩემს საკუთრებაში არსებულ რესტორნებში მიიღებენ მომსახურებას ფასდაკლებაზე, თანამშრომლები ხელფასის სახით დანამატს მიიღებენ. ეს არ არის არავაქცინირებულების რაიმე კუთხით შეზღუდვა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ რესტორანში არ მივიღებთ ან ხელფასი არ ექნებათ, უბრალოდ ვაქცინირებულებისთვის გარკვეული ბენეფიტები იქნება. ყველა რესტორანი თვითონ გააჟღერებს თავის სურვილს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S