Accentnews.ge
"ეპიდსიტუაციის ყველაზე ცუდი სცენარით მიმდინარეობა გვაქვს"

"ეპიდსიტუაციის ყველაზე ცუდი სცენარით მიმდინარეობა გვაქვს"

10/08/2021 08:08:30 საზოგადოება

დღესდღეობით ეპიდსიტუაციის ყველაზე ცუდი სცენარით მიმდინარეობა გვაქვს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, რეგულაციების დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

"არ დავმალავ და ვიტყვი, რომ დაწყებული პირველი ტალღიდან ჩვენ ყოველთვის გვქონდა კამათი იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ტიპის რეგულაცია არის უფრო ეფექტური, უფრო საჭირო, ან უფრო გონივრული და დროული. ვიტყვი შემდეგს, რომ ნებისმიერი რეგულაცია დღეს არის მნიშვნელოვანი, თუმცა რეგულაციების დაწესების მიღმა ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს ჩემთვის როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლისთვის და არამხოლოდ მინისტრისთვის, მნიშვნელოვანია ამ რეგულაციების ხარისხობრივად აღსრულება, თუ ეს რეგულაციები ხარისხობრივად აღსრულდება, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ გარკვეულწილად შევაკავოთ ინფექცია... ჩემი დასავლური პრაქტიკიდან გამომდინარე, ხშირად ვაწყდები ხოლმე, თუ რა არის ეფექტური და რა არ არის და ძალიან ხშირ შემთხვევაში ადამიანების ქცევის სამართავად მხოლოდ ფინანსური ჯარიმები ეფექტური არ არის, სწორედ ამიტომ ხშირად ვიყენებ სიტყვებს „კეთილსინდისირება“ და „კეთილგონირება“, რომელიც არც არც ერთ წიგნში წერია და არანაირი ფინანსური ჯარიმით მისი მოპოვება არ შეიძლება. კიდევ ერთხელ ძალიან ვთხოვ მოქალაქეებს, გაუფრთხილდნენ საკუთარ თავის და ოჯახის წევრების ჯანმრთელობას, ყველაფერი ეს კი აუცილებლად აისახება სახელმწიფოს იმ დადებით დინამიკაზე, რომელიც დღეს გვესაჭიროება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის: საქართველომ ერთ დღეში ორი კოვიდ–ანტირეკორდი დაამყარა. კერძოდ, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირებისა და კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.

გასული დღე–ღამის განმავლობაში 54 პაციენტი გარდაიცვალა, „კოვიდ-19“ 5 697 პირს დაუდასტურდა, დაავადებისგან 2 713 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S