Accentnews.ge
NYT – საქართველო კოვიდ–ინფიცირების გავრცელების ბოლო დინამიკით მსოფლიოში პირველ ადგილზეა

NYT – საქართველო კოვიდ–ინფიცირების გავრცელების ბოლო დინამიკით მსოფლიოში პირველ ადგილზეა

10/08/2021 07:11:43 საზოგადოება

The New York Times-ის კორონავირუსის მსოფლიო რუკის მიხედვით, ბოლო 1 კვირის მონაცემებით, საქართველო 100 000 მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელების შემთხვევებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ამერიკული გამოცემის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ახალი ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი საშუალოდ 3758-ია, რაც 100 000 სულ მოსახლეზე 101 ახალ შემთხვევას გულისხმობს.

The New York Times-ის კორონავირუსის მსოფლიო რუკის თანახმად, საქართველოს შემდეგ მოდიან მენის კუნძული, ფიჯი კუბა.

ცნობისთვის: საქართველომ ერთ დღეში ორი კოვიდ–ანტირეკორდი დაამყარა. კერძოდ, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირებისა და კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.

გასული დღე–ღამის განმავლობაში 54 პაციენტი გარდაიცვალა, „კოვიდ-19“ 5 697 პირს დაუდასტურდა, დაავადებისგან 2 713 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 6 182-ს შეადგენს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S