5697 ახალი შემთხვევა – თბილისი და 9 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირება ყველაზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა
10/08/2021 06:56:57 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 5697 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 2713 პირი გამოჯანმრთელდა, 54 პაციენტი გარდაიცვალა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5697ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 2600 შემთხვევა,
- აჭარა - 678;
- იმერეთი - 649;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 363;
- კახეთი - 359;
- შიდა ქართლი - 289;
- ქვემო ქართლი - 254;
- მცხეთა-მთიანეთი - 191;
- გურია - 170;
- სამცხე-ჯავახეთი - 103;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 41.


