საქართველომ ერთ დღეში ორი კოვიდ–ანტირეკორდი დაამყარა
10/08/2021 06:37:53 საზოგადოება
საქართველომ ერთ დღეში ორი კოვიდ–ანტირეკორდი დაამყარა. კერძოდ, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირებისა და კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.
გასული დღე–ღამის განმავლობაში 54 პაციენტი გარდაიცვალა, „კოვიდ-19“ 5 697 პირს დაუდასტურდა, დაავადებისგან 2 713 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 6 182-ს შეადგენს.


