აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ვაქცინაცია სავალდებულო ხდება
10/08/2021 05:17:44 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში ვაქცინაცია სავალდებულო ხდება. აღნიშნული გადაწყვეტილება პენტაგონმა მიიღო.
„მოვიძიებ პრეზიდენტ ბაიდენის თანხმობას, რომ ვაქცინაცია 15 სექტემბრიდან სავალდებულო გახდეს“,- ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებაში.
თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავდაცვის მდივნის ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს.


