Accentnews.ge
ლონდონში გასახსნელი ხიდი გახსნილ მდგომარეობაში დარჩა

ლონდონში გასახსნელი ხიდი გახსნილ მდგომარეობაში დარჩა

09/08/2021 17:52:28 მსოფლიო

"თაუერის ხიდი", რომელიც ლონდონში, მდინარე ტემზაზე მდებარეობს, გახსნილ მდგომარეობაში დარჩა. მიზეზად "ტექნიკური პრობლემა" სახელდება.

The Guardian–ის ცნობით, ხიდი გემის გასავლელად გახსნეს და ვეღარ დახურეს. მომხდარმა საავტომობილო გზაზე გადაადგილების პრობლემები შექმნა.

როგორც ხიდის თანამშრომლებმა ტურისტებსა და ადგილობრივებს განუცხადეს, "ტექნიკური ხარვეზის მოგვარებას შესაძლოა, სამი საათი დასჭირდეს".

ცნობისთვის: ხიდი 2020 წლის ზაფხულშიც დარჩა გახსნილ მდგომარეობაში. მიზეზად მაშინაც "ტექნიკური გაუმართაობა" დასახელდა. იგი სპეციალისტებმა შეაკეთეს და მეორე დღეს გაიხსნეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S