Accentnews.ge
აშშ-ის ადმინისტრაციამ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

აშშ-ის ადმინისტრაციამ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

09/08/2021 16:01:16 მსოფლიო

აშშ-ის ადმინისტრაციამ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი.

სასანქციო სიაში შემდეგი ორგანიზაციები მოხვდნენ: სს „ბელარუსკალი“, რომელიც ბელარუსის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო საწარმო და მსოფლიოში კალიუმის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია; ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, რომელსაც ბრალად ედება ფულის გათეთრების ხელშეწყობა და სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების თავიდან აცილება; გამოჩენილი ბიზნესმენები, რომლებიც მხარს უჭერენ ლუკაშენკოს რეჟიმს, ასევე თხუთმეტი კომპანია, რომლებთანაც ისინი არიან დაკავშირებულნი, მათ შორის Absolutbank-ი; ბელარუსის ეკონომიკის თამბაქოს ნაწარმის, სამშენებლო, ენერგეტიკული და სატრანსპორტო სექტორებში მომუშავე დამატებითი ორგანიზაციები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S