
"რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიყვანოს ძალები საქართველოდან, უკან უნდა წაიღოს რეგიონების აღიარება და გახსნას ჰუმანიტარული დერეფნები"
09/08/2021 15:43:42 პოლიტიკა
წელიწადის ეს დრო ძალიან მტკივნეული პერიოდია, როდესაც ვიხსენებთ წარსულ ამბებს, თუ რამდენი ადამიანის სიცოცხლე დაიკარგა ომში, - ამის შესახებ კელი დეგნანმა სამცხე-ჯავახეთში სტუმრობისას განაცხადა. აშშ-ის ელჩმა საქართველოში ასევე აღნიშნა, რომ ეს პროცესები გრძელდება იმ მოსახლეობისთვის, რომელიც ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ცხოვრობს.
„იმისთვის რომ ამ საკითხების მოგვარების რაღაც იმედი გაჩნდეს და ქართველებს ჰქონდეთ პროგრესის იმედი, რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიყვანოს ძალები საქართველოდან, უკან უნდა წაიღოს რეგიონების აღიარება და გახსნას ჰუმანიტარული დერეფნები, რათა ყველას, ვინც ცხოვრობს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს, ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს დახმარება, რომელიც სჭირდება“, - განაცხადა დეგნანმა.