Accentnews.ge
ვენეციაში წმინდა მარკოზის მოედანი დაიტბორა - VIDEO

ვენეციაში წმინდა მარკოზის მოედანი დაიტბორა - VIDEO

09/08/2021 14:57:38 მსოფლიო

ვენეციის წმინდა მარკოზის მოედანი ზაფხულის პერიოდისთვის არადამახასიათებელი "მაღალი წყლით" დაიფარა. შედეგად რამდენიმე ადგილას წყლის დონემ 1 მეტრით აიწია. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

დღეს ღამე ტურისტები ქალაქის ცენტრალურ ადგილას თითქმის მუხლამდე წყალში გადაადგილდებოდნენ.

როგორც წესი, "მაღალი წყალი" ("acqua alta") ვენეციაში შემოდგომასა და ზამთარში ფიქსირდება. 2019 წლის ნოემბერში წყალდიდობამ ქალაქი მილიონობით ევროთი დააზარალა.

მეცნიერების თქმით, წყალდიდობა ვენეციაში კლიმატური ფაქტორების გამო ხდება. პირველ რიგში, ეს ზღვის გლობალური დონის აწევას უკავშირდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S