
ანანური ტურისტებისთვის ნაწილობრივ იკეტება
29/07/2019 14:27:34 სხვა, საზოგადოება
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთიძის გადაწყვეტილებით, ანანურის კომპლექსის ყველაზე დაზიანებული უბნები და ადგილები ტურისტებისთვის ხვალიდან დაიკეტება.
ანანურის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ტურისტებისთვის რეგულაციების ამოქმედება „საყდრისის დაცვის კომიტეტის“ წევრებმა მოითხოვეს. მათი თქმით, ანანურის სამონასტრო კომპლექსის გალავანი დაზიანებულია და იშლება.